ინოვაციური ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენება დეზინფორმაციის კვლევის პროცესში – ბანაკი, რომელსაც ორგანიზაცია “ფორსეტი” Zinc Network-თან პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით მასპინძლობს, მონაწილეების შერჩევას იწყებს.
პროგრამის მიზანი მედიაში დეზინფორმაციის კვლევისა და გაშუქების ინოვაციური მეთოდების დანერგვაა. პროგრამის ფარგლებში წარმატებული ჟურნალისტები და სტუდენტები 6000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებენ. პროგრამაზე რეგისტრაცია ღიაა გამოცდილი ჟურნალისტებისთვის და მედია და კვლევითი სტუდენტებისთვის, რომლებსაც დეზინფორმაციის კვლევა ან გამოძიება აინტერესებთ. ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში “ფორსეტის” პროექტების კოორდინატორმა, ჯუბო ბერიძიშვილმა ისაუბრა.