აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებმა დღეს კიდევ ერთხელ გამართეს აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან.
მშობლები ამბობენ, რომ მათთვის ამ დრომდე არავის უთქვამს კონკრეტული თარიღი, თუ როდის იგეგმება აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტის „ვოსორიტიდის“ ქვეყანაში შემოტანა, რის გამოც კვლავ ქუჩაში გამოსვლა და საპროტესტო აქციის გამართვა გადაწყვიტეს.
„თუ პარასკევს არ გვეტყვიან პასუხს, ჩვენ ქუჩაში 24-საათიან პროტესტს დავუბრუნდებით“, – ამბობდნენ დღეს აქციაზე მყოფი დედები.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროც ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საბჭოს წევრებს პროტოკოლის თაობაზე პოზიციის დასაფიქსირებლად ვადა განესაზღვრათ 24 ივლისამდე, და მას შემდეგ რაც საბჭოს წევრების დასკვნას წერილობით დაადასტურებენ, პროტოკოლი დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით.