თურქეთში ანატოლიის სამხრეთ-აღმოსავლეთით შანლიურფას პროვინციაში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაცული ადგილი გიობექლი-თეფე. ეს არის ადგილი, რომელმაც ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს ცივილიზაციის აკვანთან მიმართებით აზრი შეაცვლევინა.
შანლიურფაში – ანატოლიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში არის ერთი ადგილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის.
თაშ თეფელერში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. თაშ თეფელერი სიტყვა სიტყვით ითარგმნება, როგორც „ქვის ბორცვები“: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაცული ადგილი გიობექლი-თეფე არის ადგილი, რომელმაც ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს ცივილიზაციის აკვანთან მიმართებით აზრი შეაცვლევინა.
აქ გათხრები გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. მათ აღმოაჩინეს ტაძარი, რომელიც, სავარაუდოდ, ადამიანის ხელით შექმნილი ყველაზე ძველი სალოცავი ადგილია. ეს საკულტო ნაგებობა შედგება მეგალითების შრეებისგან და თარიღდება დაახლოებით 10 ათასი წლით ჩვენს ერამდე..რაც 6 ათასი წლით უსწრებს სტოუნჰენჯის Stonehenge მეგალითებს.
ტაძარი ლათინური T ასოს ფორმის კირქვის სვეტებზე დგას, რომლებზეც გამოკვეთილია ველური ცხოველები, აბსტრაქტული ფიგურები და გამოსახულებები. ეს სალოცავი მეტყველებს იმ ცხოვრების წესსა და რწმენაზე, რომელსაც ჩრდილოეთ შუამდინარეთში მცხოვრები ადამიანები მისდევდნენ.
არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ იმ დროისათვის კაცობრიობა ჯერ არ იყო დაშლილი ჯგუფებად და რომ მხოლოდ ნეოლითური რევოლუციის შემდეგ დაიწყეს ადამიანებმა დაყოფა მონადირე-შემგორვებელ ჯგუფებად, რომლებიც სოფლად ცხოვრობდნენ. მაგრამ გიობექლი-თეფეს აღმოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
მერვე ოფლუოგლუ, გიობექლი-თეფეს გიდი:
„მანამდე ვთვლიდით, რომ სოფლის მეურნეობა იყო წამყვანი საქმიანობა ადამიანის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის პერიოდში. თუმცა როდესაც გიობექლი-თეფეს ცხოვრების წესს ვუყურებთ, სოფლის მეურნეობაზე გადასვლის ნიშნებს ვერ ვხედავთ. ეს მოგვიანებით მოხდა. ეს კი იყო მონადირე და შემგროვებელი საზოგადოება. მათ ააშენეს ეს შენობა საკუთარი რწმენის მიხედვით“.
ეს შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ადამიანის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლა სალოცავი ტაძრების მშენებლობისა და მათ ახლოს ცხოვრების სურვილმა განაპირობა. არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერჯერობით აქურობის მხოლოდ 5 პროცენტია გათხრილი…წარმოიდგინეთ, კიდევ რა საგანძური შეიძლება აღმოჩნდეს აქ.
ქარაჰან-თეფე
გიობექლი-თეფე ერთადერთი არ არის. აქვე მახლობლად არის კიდევ ერთი, შესაძლოა, კიდევ უფრო ძველი ადგილი, მას ქარაჰან-თეფე ჰქვია. აქ აღმოჩენილია გასხვავებული ნაგებობები და ლათინური T ასოს ფორმის 260-ზე მეტი ობელისკი. აქ არის ადგილი, რომელიც ძალიან ჰგავს საკულტო ოთახს, რომელშიც 11 სვეტი დგას და კედელზე გამოკვეთილია მისტიკური ადამიანის თავი.
ყველაფერი, რაც ქარაჰან-თეფესა და მის ახლომახლოა ნაპოვნი, გამოფენილია შანლიურფის არქეოლოგიურ მუზეუმში, ეს კიდევ ერთი ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
სწორედ აქ გვიხსნის მუზეუმის დირექტორი და გიობექლი-თეფეს გათხრების ყოფილი ხელმძღვანელი, თუ როგორ შეიძლება ქარაჰან-თეფემ კაცობრიობის თავსატეხის ამოსაცნობად აუცილებელი ინფორმაცია მოგვცეს.
ჯელალ ულუდაღი, შანლიურფის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი:
„საყოფაცხოვრებო იარაღები, ქვის ჭურჭელი, საფქვავი მოწყობილობა და ფართო თეფშები იპოვეს ამ ნაგებობის შეგნით. ეს ნივთები გვაჩვენებს, რომ აქ ქარაჰან-თეფეს რიტუალური ადგილის ირგვლივ იყო დასახლებული ადგილები.“
30 ათასი კვადრატული მეტრის ფართობია გამოსაკვლევი. აქ ნაპოვნი 5 ათასი არტეფაქტი უკვე შანლიურფის არქეოლოგიურ მუზეუმშია გამოფენილი. მათ შორის არის ბალიკლიგოლის ქანდაკება, რომელსაც შანლიურფის კაცს უწოდებენ. ეს არის ადამიანის ფორმის ყველაზე ძველი ქანდაკება მსოფლიოში, რომელიც სწორედ აქ აღმოაჩინეს.
„რასაკვირველია, შანლიურფაში არქეოლოგიური გათხრები გრძელდება. იქ აღმოჩენილ ახალ არტეფაქტებსაც ამზადებენ გამოსაფენად,“ – ამბობს ულუდაღი.
„წმინდა თევზების აუზი“
არის ერთი ტრადიცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაარღვიოს შანლიურფაში ჩასულმა ადამიანმა: მოინახულოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი ბალიკლიგოლი ანუ „წმინდა თევზების აუზი.“
გადმოცემის მიხედვით, მეფე ნიმროდმა, რომელიც პოლითეისტი იყო, თაყვანს სცემდა კერპებს და შანლიურფას განაგებდა, წინასწარმეტყველ აბრაამის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა.
აბრაამი შანლიურფის ციხესიმაგრის თავზე ორ ბოძზე მიაბეს და ცეცხლმოკიდებულ ორმოსკენ გაისროლეს, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებაროებდა. მაგრამ უფლამა წინასწარმეტყველი არ გაწირა და ცეცხლი წყლად აქცია, შეშა კი – თევზებად.
არსებულ ლეგენდას პატივი რომ მიაგონ, აქ მოსული ხალხი ასობით წმინდა ჭანარს კვებავს.
ავტორი: ჩინცია რიცი