მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ რუსეთი უკვე სამი ღამეა განუწყვეტლივ ბომბავს ოდესას. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა ოდესის ცენტრში. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 18 და 19 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის პორტზე, მათ შორის ხორბლის ტერმინალზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ოდესაში სამხედრო ობიექტებს უტევენ. ოდესაში დაზიანდა მარცვლეულისა და ნავთობის ტერმინალები, რამაც 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხანძარი გამოიწვია.
“ოდესაში რუსები თავს დაესხნენ პორტებს, სადაც დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე, დაზარალებულ საპორტო ტერმინალში 60 ათასი ტონა აგრარული პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული.
„რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.