მთავარისაქართველოკვლევა: საქართველოში კვლავ პრობლემურია ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი რასიზმი

კვლევა: საქართველოში კვლავ პრობლემურია ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი რასიზმი

TDI - საანგარიშო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა საჯარო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა. საჯარო უწყებების ამგვარი პრაქტიკა კი დაბრკოლებებს უქმნის არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებს

რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს – ჟურნალისტებს, უფლებამდაცველებსა და პოლიტიკოსებს საქართველოს საზღვრის კვეთის პროცესში მნიშნელოვანი დაბრკოლებები ექმნებათ – ნათქვამია კვლევაში სახელწოდებით „უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა და რასიზმი საქართველოში”.

კვლევის ავტორები საუბრობენ, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 11 აპრილამდე საქართველოს რუსეთის 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით. მათგან ნახევარზე მეტი, 56% დაკმაყოფილდა. ამავე პერიოდში უკრაინის მხოლოდ 943-მა მოქალაქემ მოითხოვა ბინადრობის ნებართვა.

ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბინადრობის ნებართვის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის გამოცხადების პრაქტიკა, რასაც – თითქმის ყველა შემთხვევაში საფუძვლად უდევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნა.

აფრიკისა და აზიის ქვეყნების მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა კვლავ დისკრიმინაციულია და ისინი ხშირად დაუსაბუთებელ უარს იღებენ ბინადრობის ნებართვაზე. მათ შორის არიან უცხოელი სტუდენტებიც, რომლებსაც დაბრკოლება ექმნებათ სწავლის გაგრძელებაში.

კვლევაში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა საჯარო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა.

საჯარო უწყებების ამგვარი პრაქტიკა კი დაბრკოლებებს უქმნის არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებს, რომ მათ სრულად შეაფასონ სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend