4 სექტემბრიდან თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის ქუჩებში სატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება. მონიტორინგს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები განახორციელებენ, რომლებიც შეამოწმებენ რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტებს ესა თუ ის ავტომობილი.
პროგრამის საპილოტე ფაზისთვის 10 ასეთი ეკიპაჟი შეიქმნა. არსებული ცვლილებების მთავარი მიზანი ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღებაა.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა ისაუბრა.