მთავარისაქართველომსხვერპლის სათქმელი

მსხვერპლის სათქმელი

მარიამ ბეგიაშვილი ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომელიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. ეს ამბავი სამი წლის წინ შეემთხვა. როგორც ახლა იხსენებს, მაშინ ძალიან შეეშინდა, თუმცა საკუთარ თავში ძალა იპოვა, რომ მამაკაცისთვის, რომელიც სექსუალურად ავიწროებდა, ადგილზე ვიდეო გადაეღო, მერე კი ეჩივლა.

სექსუალური შევიწროება რომ კვლავ რჩება ერთ-ერთ გამოწვევად, ამაზე ქალთა უფლებადამცველებიც საუბრობენ. სექსუალური შევიწროების ძირითად ადგილად კი სამუშაო ან საჯარო სივრცეს ასახელებენ. დღეს სექსუალური შევიწროება საზოგადოებაში ტაბუდადებული თემა აღარ არის, თუმცა კვლავ რჩებიან ისეთი ქალები, რომლებიც დუმილს არჩევენ, არ მიდიან პოლიციაში და არ აცხადებენ, რომ მსხვერპლი არიან. ეს კი რამდენიმე ფაქტობრივი გარემოებითაა განპირობებული.

სექსუალურ შევიწროებას ორი სახე აქვს, სიტყვიერი და არასიტყვიერი, ანუ ფიზიკური. ყოველ შემთხვევაში, მსხვერპლისთვის ორივე ღირსებისშემლახავი მოპყრობაა. საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ხშირად ტარდება სხვადასხვა კამპანია, თუმცა ქალთა უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი არ არის.

მატარებელი, ავტობუსი, მეტრო, ტაქსი… ეს იმ საჯარო სივრცეების ჩამონათვალია, სადაც ბევრი ქალი გამხდარა სექსუალური შევწიროების მსხვერპლი. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს არ შეეშინდეთ ხმის ამოღების და მიმართონ შესაბამის უწყებებს, რადგან დუმილით არ მოხდეს მოძალადის წახალისება.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend