NATO-ს ვილნიუსის სამიტი დღეს, 12 ივლისს სრულდება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით. შვედეთი ალიანსის წევრი ხდება, უკრაინა კი NATO-ში მაპის გარეშე შევა. რაც შეეხება საქართველოს – ალიანსმა დაადასტურა 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოც გახდება NATO-ს წევრი, თუმცა ამისთვის აქტიური სამოქმედო გეგმის მიღებაა საჭირო.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ MAP-ის კომპონენტი დღის წესრიგიდან მოხსნილიყო ისე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა.
მმართველ გუნდში საგანგაშოდ არ მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ კომუნიკეში უკრაინა და საქართველო ერთად აღარ მოხვდნენ. მათი აზრით, მნიშვნელოვანა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება – შესაბამისად, ფიქრობენ, რომ სტატუს-კვოც არ იცვლება.
საქართველოს ნატოს სამიტზე არ წარმოდგენდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. იქ ქვეყნის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ალიანსის სამიტზე ილია დარჩიაშვილის წასვლა მაღალი დონის წარმომადგენლობაა.
ანა ალელიშვილი