მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: ორიხივში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრზე თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ომი უკრაინაში: ორიხივში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრზე თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ უკრაინის ქალაქ ორიხივში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრზე რუსეთის მიერ კვირას განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. მაშველებმა დაასრულეს სამაშველო ოპერაცია.

როგორც ცნობილია, ცენტრი სკოლის შენობაში მდებარეობდა. ორიხივი ფრონტის ხაზთანაა ახლოს, სადაც გასულ თვეს უკრაინული ძალები რუსების მიერ გამაგრებული ტერიტორიის დაბრუნებას ცდილობდნენ. რეგიონულმა გუბერნატორმა თავდასხმა ომის დანაშაულად შეაფასა.

მოხალისეები, რომლებიც მანამდე კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგად დატბორილი ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაციაში იყვნენ ჩართული, ახლა წყლის მიერ მოტანილი ნაგვისა და ნარჩენებისგან ასუფთავებენ სახლებს. ხერსონის მცხოვრებლებს წყლის მოვარდნის შემდეგ ბევრი რამ აღარც კი დარჩათ.

მოხალისეები  ცდილობენ, გამოიტანონ ყველაფერი. მათ ეცოდებათ ის ადამიანები, რომლებიც ამ წყალდიდობაში მოყვნენ, რადგან მათ დაკარგეს სახლები, ყველაფერი, რაც გააჩნდათ, განადგურებულია. კედლები და სახურავიც კი იშლება.

უკრაინის საგანგებო სამსახურმა ასევე გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ბომბავენ მეხანძრეებს დონეცკის რეგიონში ცეცხლის ჩაქრობის დროს. ისინი გარბიან, რომ თავი შეაფარონ. ბოლო ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend