მთავარიმსოფლიოNATOსაქართველოს ხელისუფლების ოპონენტები ვილნიუსში ნატოს სამიტზე გაგზავნილი დელეგაციის შემადგენლობას აკრიტიკებენ

საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები ვილნიუსში ნატოს სამიტზე გაგზავნილი დელეგაციის შემადგენლობას აკრიტიკებენ

11 და 12 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას. სამიტზე განიხილავენ საქართველოს მიერ ნატოში ინეგრაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებსა და პერსპექტივას. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, უხელმძღვანელებს.  ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ის ფაქტი, რომ ვილნიუსის ნატოს სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ იქნება წარდგენილი, სამწუხაროა და ამას თავისი მიზეზები აქვს.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და იმსახურებს, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. მათივე შეფასებით, რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, რომ გააკრიტიკოს საკუთარი ქვეყანა.

ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღე რჩება. როგორც ცნობილია, სამიტზე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების დონეზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელება, ასევე, ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის სისტემის გაძლიერების ღონისძიებები.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend