მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტში სუსის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

საქართველოს პარლამენტში სუსის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული კამპანიების უმთავრეს მიზანს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზეგავლენის მოხდენა და სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობები წარმოადგენდა

დღეს, 7 ივლისს საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ალექსი ბატიაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში და მის გარშემო განვითარებულ საფრთხეებზე.

მისი განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომმა საქართველო უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების წინაშე დააყენა. სუსის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ასევე ისაუბრა დეზინფორმაციულ თუ პროპაგანდისტულ კამპანიებზე, რომლებიც მისი თქმით, 2022 წელს საქართველოში არსებული აქტუალური საკითხების კვალდაკვალ მიმდინარეობდა.

ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული კამპანიების უმთავრეს მიზანს, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზეგავლენის მოხდენა და სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობები წარმოადგენდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში არ პასუხობს ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს“, – ასე აფასებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სუსის 2022 წლის ანგარიშს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წინაშე სუსის უფროსი უნდა წარსდგეს და არა მისი მოადგილე და ეს არის რეგლამენტის დარღვევა.

ამასთან არასამთავრობო ორგანიზაციაში საუბრობენ, რომ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე არ არის საუბარი ანგარიშის ისეთ ქვეთავებში, როგორებიცაა დეზინფორმაცია, ჰიბრიდული ომი, პროპაგანდა, ფარული ოპერაციები და კიბერთავდასხმები.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend