მთავარიმსოფლიოეგვიპტეეგვიპტის დედაქალაქში ტემპერატურამ 37 გრადუსს მიაღწია

ეგვიპტის დედაქალაქში ტემპერატურამ 37 გრადუსს მიაღწია

კაიროს მცხოვრებლები ძლიერი სიცხის გამო ნილოსში ბანაობენ და გადატვირთულ ქუჩებში გასაგრილებლად  ჩრდილს ეძებენ. ეგვიპტის ეროვნულ მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ გასულ კვირას ქვეყანაში ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა და 37.7 გრადუსს მიაღწია.

ბოლო ინფორმაციით, ოთხშაბათს დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 17.18 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა.  ინფორმაციას ავრცელებს მეინის უნივერსიტეტი, რომელიც დედამიწის მდგომარეობას სატელიტის მონაცემების დამუშავებითა და კომპიუტერულ სიმულაციებზე დაყრდნობით იკვლევს.

მეცნიერები უკვე მრავალი თვეა საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ 2023 წელი შესაძლოა რეკორდულად ცხელი გამოდგეს. ამ პრობლემას ხელს უწყობს ადამიანის საქმიანობით გამოწვეული შედეგები, რომლებიც, თავის მხრივ, წიაღისეული საწავავის – ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის გამოყენებას უკავშირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend