დღეს, 30 ივნისს საქართველოდან რუმინეთის მიმართულებით პირველი ბორანი გავიდა და ის ამის შემდეგ რეგულარულად იმოძრავებს.
ფოთი – კონსტანცას საბორნე ხაზი უმოკლესი გზაა კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის, ევროპასთან დასაკავშირებლად.
საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა, სამი დღის წინ, 27 ივნისს დაიწყო, მაშინ როცა რუმინეთიდან პირველი ბორანი გამოვიდა საქართველოს მიმართულებით.
რუმინეთში საბაჟო პროცედურებისა და ბორნის დატვირთვას 6 საათი დასჭირდა, გზაში კი 42 საათის განმავლობაში იყო.
ბორანი საქართველო-რუმინეთი-საქართველოს მიმართულებით სამგზავრო ბილეთებსაც სთავაზობს მსურველებს.
თბილისში “შავი ზღვის პლატფორმის” სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროპის ქვეყნების საელჩოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ისაუბრეს “შავი ზღვის პლატფორმის” მნიშვნელობასა და იმაზე თუ როგორ დააახლოებს ეს პლატფორმა კავკასიის რეგიონს, განსაკუთრებით კი საქართველოს ევროკავშირთან.
ანანო ღუდუშაური