25 ივნისს USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში ახალგაზრდულ კიბერ ჰაკათონს გამართავს.
ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებსა და ქალებში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით პროფესიული უნარების განვითარებას.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში USAID-ის ციფრული განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების უფროსმა მრჩეველმა, მიქაელ ბეიკერმა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ჯეჯელავამ ისაუბრეს.