სლოვენიაში ზაფხულის პირველი სითბური ტალღის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ტემპერატურა 32 გრადუსს გადასცდა. ვარაუდობენ, რომ მიმდინარე კვირას ეს მაჩვენებელი 34 გრადუსს ასცდება. თუმცა საინტერესოა, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ძლიერი სიცხის დროს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხვდებიან.
ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმი პიტერ რადსელი ამბობს, რომ მაღალი ტემპერატურის დროს ყველაზე ხშირად ხანში შესული მოქალაქეები მიმართავენ. თუმცა არიან ისინიც, ვინც ბევრ მედიკამენტს იღებს, ასევე ის ადამიანები და სპორტსმენები, რომლებსაც გარე სივრცეებში უწევთ მუშაობა.
უნგრეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამშაბათს ღამიდან პარასკევამდე მაღალი ტემპერატურის გამო განგაშის მეორე დონე გამოცხადდა.
განგაშის მიზეზი ის არის, რომ გახანგრძლივებული სიცხე სტრესს აყენებს არა მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებს, არამედ საფრთხეს უქმნის მცირეწლოვან ბავშვებს, მოხუცებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებს.
ზოგიერთ ადგილას 37 გრადუსზე მეტი იყო. ექსპერტები მოქალაქეებს ურჩევენ, დარჩნენ გრილ ადგილებში და მიიღონ ბევრი სითხე.