არ მიუახლოვდე გაწყვეტილ სადენს, არ ითევზაო ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ, არ აძვრე ტრანსფორმატორზე – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ძირითადი გზავნილებისა, რომლითაც კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას ელექტროგამანაწილებელ ქსელთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ ელექტროინფრასტრუქტურის სიახლოვეს აღმოჩნდება – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ავთო დვალიშვილმა ისაუბრა.