„ფრონტექსის“ ოფისთან და საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურთან ორასამდე ადამიანმა გამართა მსვლელობა გასულ კვირას მომხდარი ტრაგედიის გამო. როგორც ცნობილია, გემის ჩაძირვის შედეგად დაიღუპნენ მიგრანტები.
ბევრ ადამიანს აინტერესებს, უნდა დახმარებოდა თუ არა საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახური მიგრანტებით სავსე გემს უსაფრთხო ადგილას გადაყვანაში.
ევროპისკენ მიმავალი გემის ბორტზე სირიიდან, ეგვიპტიდან, პალესტინიდან და პაკისტანიდან 750-ამდე ადამიანი იყო, მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც.
გუშინ კალამატის პორშტი გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად პანაშვიდი გაიმართა. შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, დაიხრჩო 500-ამდე ადამიანი, თუმცა ნაპოვნია მხოლოდ 78 ცხედარი. ბოლო ინფორმაციით, მხოლოდ 104 ადამიანი გადარჩა.
საბერძნეთის სანაპირო დაცვისა და მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი საპატრულო კატარღები და ახლომდებარე სატვირთო გემები აკვირდებოდნენ თევზსაჭერ გემს მას შემდეგ, რაც ის ევროპის Frontex-ის სააგენტოს თვითმფრინავმა შენიშნა.
ისინი ამტკიცებენ, რომ მათ შესთავაზეს დახმარება, თუმცა ბორტზე მყოფმა ერთ-ერთმა უცნობმა პირმა დახმარებაზე უარი განაცხადა.