თბილისის მერია სკოლამდელი ასაკის ბავშვებს საზაფხულო ბაგა-ბაღებს სთავაზობს – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, თბილისის მასშტაბით 45 საზაფხულო საბავშვო ბაღი ივლისში 17 ათასამდე აღსაზღდელს მოემსახურება.
ბავშვების დარეგისტრირების შესაძლებლობა მშობლებს 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ვებგვერდზე www.kids.org.ge ექნებათ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მშობლებისთვის ასევე საყურადღებო სიახლეა ის, რომ 2023-2024 წლებში, იცვლება ბაღში რეგისტრაციის პროცესი და ის ორის ნაცვლად სამეტაპიანი ხდება.