16 ივნისს თბილისში განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას ორგანიზებას გაუწევს USAID-ი, როგორც ერთგვარ პლატფორმას, ენერგეტიკის სექტორში ჩართულ უმთავრეს უწყებებს შორის განახლებადი ენერგიის განვითარების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და გამოცდილების გასაზიარებლად. განახლებადი ენერგიის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში USAID-ის საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ივანე პირველმა და აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს ეკონომიკური ოფისის დირექტორის მოადგილემ, ანი სტიდიმ ისაუბრეს.