მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული არმიის კონტრშეტევა გრძელდება

უკრაინული არმიის კონტრშეტევა გრძელდება

ფრონტის ხაზებზე არსებული სამხედრო დინამიკის გათვალისწინებით ვითარდება მოვლენები საერთაშორისო არენაზეც. გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის ლიდერებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ევროპა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა კი საბრძოლო მოქმედებებისას დაჭრილი სამხედროები დააჯილდოვა. ყველაზე მძიმე ბრძოლები ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში მიმდინარეობს. უკრაინული არმია წინ მიიწევს დასავლეთ დონეცკსა და ჩრდილოეთ ზაპოროჟიეში.

მძიმე ბრძოლები იმართება დონეცკში მდებარე ქალაქ ბახმუტისთვის. ოკუპანტები ცდილობენ შეტევას ლუჰანსკის რეგიონშიც, სვატოვე კრემინას მიმართულებაზე. ოკუპანტები უკანდახეულ თანამებრძოლებს თავად უხსნიას ცეცხლს. ვლადიმერ პუტინმა კი დაჭრილი სამხედროები დააჯილდოვა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, რუსი ჯარისკაცები სამშობლოს ძლიერებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.

„მე არ მჭირდება იმის თქმა თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს მიერ დაღვრილი სისხლი სამშობლოსთვის, თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენს დამოუკიდებლობას, სიძლიერეს, თქვენ იცავთ უდანაშაულო ადამიანებს ნაცისტებისგან“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

უკრაინაში მიმდინარე დაუნდობელი სამხედრო კამპანიის ფონზე კი დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, მათ მხარდაჭერას უკრაინის გამარჯვებამდე.

„ძალა ერთობაშია. ჩვენს ერთობას მოსკოვი არ ელოდა. პრეზიდენტმა პუტინმა დანაშაულებრივი შეცდომა დაუშვა როდესაც უკრაინას თავს დაესხა. დროა პუტინმა შეიგნოს რომ ის ამ ომს ვერ მოიგებს, უკვე 16 თვეა ასიათასობით ადამიანი იღუპება, მილიონობით დაიჭრა და ლტოლვილად იქცა. დროა მან ჯარები გაიყვანოს და მშვიდობის დამყარების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყოს”, – გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

„უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული ფუნდამენტური გამოწვევა ევროპული მშვიდობაა, ჩვენ გვჭირდება არა მყიფე, არამედ გრძელვადიანი და მყარი მშვიდობა. უკრაინას ესაჭიროება ხანგრძლივი მშვიდობა, მე მიმაჩნია რომ ნატოს მომავალ სამიტზე ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ, ვგულისხმობ როგორც დამატებით ტყვია წამალს, ასევე მეტ სამხედროსა და ინფრასტრუქტურას”, – აღნიშნავს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ნატოს წევრ სახელმწიფოების ლიდერებს სამხედრო ბიუჯეტის ზრდისკენაც მოუწოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend