მთავარიევროპაუკრაინაკონტრშეტევა დაიწყო - უკრაინელი სამხედროები ზაპოროჟიის რეგიონში წინ მიიწევენ

კონტრშეტევა დაიწყო – უკრაინელი სამხედროები ზაპოროჟიის რეგიონში წინ მიიწევენ

უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და  წინ მიიწევენ ზაპორიჟიის რეგიონში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ სამხრეთის რეგიონში უკრაინელთა რამდენიმე შეტევა მოიგერიეს.

ზაპორიჟია, რომლის 80 პროცენტსაც მოსკოვი აკონტროლებს, სტრატეგიული წერტილია, სადაც კიევი ცდილობს, გადაკეტოს ის დერეფანი, რომლითაც ოკუპანტები დონბასიდან ყირიმს სახმელეთო გზით უკავშირდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული მხარე თავს იკავებს ზედმეტი ინფორმაციის გავრცელებისგან, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ ბახმუტსა და სხვა ქალაქებში უკვე მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს.

ამავდროულად, კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის გამო გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია. მდინარე დნიპროს ორივე ნაპირზე ევაკუირებულთა საერთო რაოდენობა 6000-ს სცდება.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ მოულოდნელად ჩავიდა ხერსონში, რათა პირადად შეესწავლა ზარალი. მისი თქმით, რუსი ტერორისტები ცდილობენ, კიდევ უფრო გაამწვავონ ვითარება, რომელიც მათვე გამოიწვიეს ამ ეკოციდით. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა. რუსი სამხედროები კვლავ ბომბავენ ხერსონსა და რეგიონის სხვა ნაწილებს, რომლებიც უკვე დატბორილია ამავე ტერორისტების გამო. ისინი საევაკუაციო პუნქტებსაც კი უმიზნებენ.

ევაკუაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაგმო უკრაინის ელჩმაც გაეროში. უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის სერგი კისლიცას განცხადებით, დაიღუპა 9 ადამიანი. დაშავდნენ ასევე პოლიციელები, მაშველები და სამედიცინო პერსონალი.  მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხვა წევრმა ქვეყნებმაც.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:37

„ლურჯი მოცვი”

spot_imgspot_img
Send this to a friend