გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 77-ე სესიის ფარგლებში, „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო.
ეს რეზოლუცია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ იყო ინიცირებული. დოკუმენტს 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
ალეკო გვეტაძე