Forbes Georgia-ს პროექტის 30 UNDER 30-ის ფარგლებში საქართველოში 30 წლამდე ასაკის ლიდერები უკვე მეხუთედ დასახელდნენ. ჟიურიმ ლიდერი ახალგაზრდები თავიანთ დარგში მიღწევებისა და პოტენციალის, რეპუტაციის, ლიდერობის უნარების საფუძველზე შეარჩია.
„ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში პროექტ “30 UNDER 30 “-ის ხელმძღვანელმა და „კონსიერჟ თბილისის“ მმართველმა პარტნიორმა ლიზა ხაბაზიშვილმა და პროექტ “30 UNDER 30 “-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, “ვიზას” ბიზნეს განვითარების სპეციალისტმა კავკასიის რეგიონში ელლა კამლაძემ ისაუბრეს.