ევროკავიშირმა სოციალური ქსელ ფეისბუკს, ასევე კომპანია გუგლსა და ტიტკოკს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ ისეთი მასალებისა და გამოსახულების მონიშვნა, რომელიც შექმნილი იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ.
"When it comes to AI production, I don't see any right for the machines to have freedom of speech.
Signatories of the EU Code of Practice against disinformation should put in place technology to recognise AI content and clearly label it to users."
— Vice-President @VeraJourova pic.twitter.com/yLVp79bqEH
— European Commission (@EU_Commission) June 5, 2023
სოციალური ქსელის კონტენტი, ანუ პოსტები, ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალები, რომლებიც იქმნება ხელოვნური ინტელექტის მიერ, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება სოციალურ ქსელში.
სარგებელთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი შეიცავს დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეს.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის ლიდერი არის ევროკავშირი, მათ მიერ შემუშავებული პრაქტიკული კოდექსი, რომელშიც ნებაყოფლობით გაერთიანებულია 44 ტექნოლოგიური კომპანია.
აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ კოდექსიდან გასვლის შესახებ განაცხადა ილონ მასკის კომპანია ტვიტერმა, რაც ევროკომისიაში აღიქვეს როგორც მტრული ნაბიჯი.
ევროკავშირმა უკვე გააფრთხილა ტვიტერი, რომ სანქციების ქვეშ მოჰყვება, თუ ის არ დაიცავს კანონს ციფრული სერვისების შესახებ, რომელიც ევროპაში ძალაში შევა 2023 წლის 25 აგვისტოდან.
ციფრული მომსახურების კანონი ეს არის ტექნოლოგიური კომპანიების სერვისების რეგულაცია, რომელიც ანგარიშვალდებულს ხდის ტექნოლოგიის შემქმნელს მომხმარებლების წინაშე.