კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ საზოგადოებამ ყურადღება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსკენ გადაიტანა. ევროპაში ყველაზე დიდი ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური, რომელსაც რუსული ძალები აკონტროლებენ, გაგრილების სისტემის მუშაობისთვის მდინარე დნიპროს წყალს იყენებს. საზოგადოება ფიქრობს, რომ ამ ინციდენტმა შესაძლოა ატომური ობიექტის გადახურება გამოიწვიოს.
თუმცა სააგენტოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოსახლეობა დაამშვიდა და აუხსნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიქმნება ბირთვული საწვავის გადნობისა და დიზელის მთავარი გენერატორების მწყობრიდან გამოსვლის რისკები, თუ წყლის სისტემებში დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება გაგრილებისთვის საკმარისი წყალი. მისი შეფასებით, ამ დროისთვის ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რამდენიმე ინსპექტორი იმყოფება. როგორც სააგენტოს გენერალური დირექტორი ამბობს, ობიექტის გვერდით დიდი ზომის ტბაა, აქ საკმარისი რაოდენობითაა წყალი, რომლითაც რამდენიმე თვის განმავლობაში გააგრილებენ ატომურ ობიექტს. ტბის მდებარეობიდან გამომდინარე, წყლის დონის დაწევის რისკი არ არსებობს.