მთავარიევროპაუკრაინაბახმუტის რეგიონში უკრაინელები შეტევაზე გადავიდნენ - არის თუ არა ეს კონტრშეტევის დასაწყისი...

ბახმუტის რეგიონში უკრაინელები შეტევაზე გადავიდნენ – არის თუ არა ეს კონტრშეტევის დასაწყისი უცნობია

უკრაინული მხარე ბახმუტთან ახლოს რუსი სამხედროების პოზიციებზე შეტევის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. კიევში აქამდე დუმილს ინარჩუნებდნენ სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით, თუმცა ახლა აცხადებენ, რომ მათი სამხედროები გარკვეულ ადგილებში შეტევაზე გადავიდნენ. არის თუ არა ეს კიევის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევის ნაწილი, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვის დროს ბახმუტზეც ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის თითოეულ უკრაინელ ჯარისკაცსა და ქვეყნის დამცველს. მათ პრეზიდენტს აუწყეს ის ამბები, რომლებსაც დღეს ელოდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  ბახმუტში უკრაინელი მებრძოლები სანაქებოდ მოქმედებდნენ.

მანამდე უკრაინის ლიდერმა კიევში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიმს ქლევერლის უმასპინძლა.  რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი მოსკოვის მარადიული მტერია. კიევში კი განსხვავებული პოზიცია აქვთ. მხარეებმა ნატოს საკითხი განიხილეს. ქლევერლიმ აღნიშნა, რომ უკრაინას  უნდა ჰქონდეს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის იმედი. მას სჯერა, რომ ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ ამ ომში.

მოსკოვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს კადრებს და ამტკიცებს, რომ რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში უკრაინელთა მასშტაბური შეტევა მოიგერიეს. სამინისტროს ინფორმაციით, განადგურებულია უკრაინელთა 16 ტანკი, ქვეითთა 3 საბრძოლო მანქანა, 21 ჯავშანმანქანა და 250 სამხედრო.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ბელგოროდის რეგიონში, საზღვრისპირა დასახლებებში,  ნგრევის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

ზოგიერთი თვლის, რომ ამ თავდასხმებით უკრაინა ცდილობს, მოსკოვის ყურადღება გადაიტანოს და მომავალი კონტრშეტევისთვის ძალები გადაანაწილოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend