მთავარიევროპაუკრაინაპროუკრაინული ძალები ბელგოროდის რეგიონზე შეტევას განაგრძობენ

პროუკრაინული ძალები ბელგოროდის რეგიონზე შეტევას განაგრძობენ

რუსი სამხედროები უკრაინის ქალაქ დნიპროს მხარეს დაესხნენ თავს. მაშველები კვირას მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ნანგრევებიდან ადამიანების ამოსაყვანად. რეგიონის გუბერნატორი აცხადებს, რომ ორ საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილ იერიშს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა, ასევე დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.

“მე სადგურიდან სახლში მოვრბოდი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი შვილი იქ მარტო იყო. მისი გამოყვანა ფანჯრიდან ვცადეთ. გისოსები მოვხსენით და ბავშვიც გამოვიყავნეთ. მას ახლა მკურნალობენ”, – ამბობს დაშავებული ბავშვის დედა ალიონა სერედნიაკი.

პუტინი მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს. გაიხედეთ, არიან აქ სამხედრო დანაყოფები? სად არის აქ ობიექტები, რომლებიც ლეგიტიმურ სამიზნედ შეიძლება ჩაითავლოს? აქ მხოლოდ 2-სართულიანი შენობაა, სადაც ბავშვები, მოხუცები და ქალები ცხოვრობენ”, – ამბობს უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ირინა ვერეშჩუკი.

საზღვარს მიღმა კი, რუსეთში, ბელგოროდის მოსახლეობა თავშესაფრებში გადადის, რადგან პროუკრაინული ძალები სულ უფრო ხშირად ბომბავენ რეგიონს. საკვებსა და სხვა ძირითადი მოხმარების პროდუქტებს ურიგებენ იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებული გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ.

“რა თქმა უნდა, საშინელი ვითარებაა. თუმცა ვცდილობთ, გავმაგრდეთ და გავუძლოთ, რადგან ბავშვები გვყვავს. ეს გვაძლევს ძალას, რომ გავაგრძელოთ ცხოვრება. რა მოხდება, ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას”, – ამბობს ქალაქ შებეკინოს მკვიდრი, ირინა ბურლაკოვა.

თვეების განმავლობაში ბელგოროდის რეგიონი უკრაინელთა დრონებისა და არტილერიის სამიზნე იყო, თუმცა ასეთი ინტენსიური დაბომბვა და თავდასხმები აქამდე არ ყოფილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend