მთავარიამბებიემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი კოსოვოში მხარეებს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ

ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი კოსოვოში მხარეებს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კოსოვოში ორივე მხარეს მოუწოდებენ, მიმდინარე დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ახალი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ჩრდილოეთ კოსოვოში. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ალბანელმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს არჩევნებში, რომელსაც ეთნიკურად სერბმა მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტი მოლდოვაში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ესწრება. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ უკვე მოუწოდა ორივე მხარეს  ახალი არჩევნების ორგანიზებისკენ. მისი თქმით, არჩევნები  ოთხ მუნიციპალიტეტში  უნდა ჩატარდეს. ამისათვის კი საჭიროა კოსოვოს წარმომადგენელთა ჩართულობა და სერბების არჩევნებში მონაწილეობა.

ამავდროულად,  ჯოზეფ ბორელმა,  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ორმხრივი მოლაპარაკება გამართა სერბეთის პრეზიდენტთან ალექსანდარ ვუჩიჩთან.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინმა კურტიმ კი დასავლეთის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის დემოკრატიას იცავს.

ამასთანავე, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ალბანეთის დროშებით კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში მსვლელობა გამართა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend