მთავარისპორტი,,დინამო თბილისმა" საქართველოს წყალბურთის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო

,,დინამო თბილისმა” საქართველოს წყალბურთის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო

საქართველოს ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება წყალბურთში თბილისის ,,თბილისსა” და ,,დინამო თბილისს” შორის 30 მაისს ოლიმპიკის აუზზე გაიმართა.

მატჩი 22:5 დასრულდა ,,დინამოს” გამარჯვებით. საუკეთესო შედეგი ,,დინამოს” წყალბურთელმა ანდრეა ვლაჰოვიჩმა დააფიქსირა, რომელმაც 8 ბურთი გაიტანა.

ეს ორი გუნდი წინა სეზონის ფინალშიც დაუპირისპირდა ერთმანეთს, სადაც დინამომ 18:15 გაიმარჯვა და შეძლო ტიტულის შენარჩუნება.

იმავე დღეს გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, სადაც ,,სპორტმენეჯმენტმა” ,,არენა” 18:16 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისი ერთადერთი ქართული წყალბურთის გუნდია, რომელიც ზედიზედ მე-3 წელია ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. მათ რამდენიმე დღის წინ გამართეს სეზონის ბოლო შეხვედრა ,,ბარსელონეტასთან“ და ამ მატჩით დაასრულეს წლევანდელი სეზონი.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend