მთავარიგადაცემებიSmart Regionsროგორ დაეხმარება ევროკავშირის ინიციატივები პაციენტებს შესაბამის მკურნლობაში

როგორ დაეხმარება ევროკავშირის ინიციატივები პაციენტებს შესაბამის მკურნლობაში

ფარმაცევტურლი ინდუსტრია როგორც წესი ყოველთვის დიდ, მაღალშემოსავლიან ბაზრებს ეტანებიან, რის გამოც მცირე ქვეყნები ახალი მედიკამენტებსი დეფიციტს განიცდის.  ევროკავშირის ახალი საკანონმდებლო ინციატივა ამ უთანასწორობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად,

სამედიცინო სფეროს მიღწევები საოცარ შედეგებს აღწევს და ადამიანის ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის, განსაკუთრებით იმ პაციენტების, რომლებიც დაავადებებით წლების განმავლობაში იტანჯებიან. ყოველ წელს გამოდის ახალი წამალი, რომელიც უკეთ მუშაობს და ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს. მაგრამ მათზე ხელი ყველას არ მიუწვდება. ხშირად ახალი წამალი პირველ რიგში დიდ ბაზრებშე შეაქვთ, მცირე ქვეყნების მოსახლეობა კი თამაშგარე მდგომარეობაში რჩება.

ახალი წამლის მოლოდინში მალტაზე

უეინ ზამიტი მალტაზე ცხოვრობს. ბავშვობაში ერთი ოცნება ჰქონდა.

უეინ ზამიტი:

„ბავშვობიდან მიყვარდა მანქანები. ყველაზე მეტად ის მსურდა, რომ იმაზე მემუშავა, რაც მიყვარდა. მაგრამ, სამწუხაროდ,  ეგზემით დაავადებული კანისა და იმის გამო, რომ მტვერსა და არეულობაში მიწევდა საქმიანობა და ინფექცია  ადვილად შეიძლება შემჭროდა, ძალიან სწრაფად მომიწია ამ საქმიანობისთვის თავის დანებება.’

უეინს ეგზემის მძიმე ფორმა ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში დაუდგინეს. მალე მდგომარეობა დამძიმდა:

„როდესაც ჩემი პირველი პასპორტის ასაღებად წავედი, საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი. ფოტოზე ჩანდა, რომ ტუჩები მთლად დახეთქილი მქონდა. რაღაც პატარა ჯოკერს ვგავდი. თვალების გარშემო  სულ აქერცლილი მქონდა. თვალის ქუთუთოც კი დახეთქილი იყო, ყურები კი დასიებული და წითელი. რასაკვირველია, აღარ მოინდომეს ჩემთვის ფოტოს გადაღება, რადგან იდენტიფიცირება მეც კი გამიჭირდებოდა. ეს დაავადება აზიანებს კანს, რომელიც ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ნაწილია. ისეთი დღეებიც მქონია, როდესაც კისერს ვერ ვატრიალებდი ან როდესაც სკამიდან ადგომის დროს ვტიროდი. ზოგჯერ ღია ჭრილობების გამო ტანსაცმელი კანზე მეკრობა.“

ახლა არსებობს მედიკამენტების კოქტეილი, რომელიც აჩერებს ამ დაავადებას. თუმცა შიგადაშიგ იგი იწვევს გვერდით მოვლენებსაც, როგორებიცაა გულისრევა და მაღალი წნევა.  როდესაც უეინი წყვეტს ამ კოქტეილის მიღებას, მისი სხეული ისევ იქერცლება. ის საინექციო პრეპარატი, რომლით მკურნალობაც, ექიმების აზრით, ყველაზე ეფექტიანი იქნება მისთვის, მალტაზე აღარ იშოვება.

„მინდა, ვიცოდე, რატომ უნდა ველოდო ამდენი ხანი იმას, რაც ასე ძალიან მჭირდება,“ – ამბობს უეინი.

დამტკიცებული მედიკამენტი დეფიციტშია

მედიკამენტი, რომელმაც შესაძლოა უეინს მდგომარეობა შეუმსუბუქოს, უკვე დაამტკიცა მალტის მარეგულირებელმა ინსტანციამ და თავისუფლად შეიძლება, პაციენტებმა მიიღონ. მაგრამ მას, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისაგნ განსხვავებით, მალტის აფთიაქებში ვერსად ნახავთ.  უეინის მკურნალი დერმატოლოგი ამბობს, რომ ამას მძიმე შედეგები ექნება უეინისა და ეგზემის მძიმე ფორმით დაავადებული სხვა პაციენტებისთვის.

მაიკლ ბოფა, MATER DEI HOSPITAL -ის კონსულტან-დერმატოლოგი,  მალტის ეგზემის საზოგადოების პრეზიდენტი:

„ის ფაქტი, რომ ეს წამლები არ იშოვება, ნიშნავს, რომ პაციენტებს უმკურნალებენ სხვა წამლებით, რომლებიც ნაკლებად ეფექტიანია და შესაძლოა, მეტი გვერდითი მოვლენის რისკიც ახლავს. ეს კი შესაძლებელია, უკეთესი წამლების შემთხვევაში თავიდან ავირიდოთ. არ უნდა ხდებოდეს იმ პაციენტების დისკრიმინაცია, რომლებსაც ისედაც არ გაუმართლათ, ასეთი დაავადება რომ აქვთ.“

მცირე ბაზრის პრობლემა

ამ ვითარების ასახსნელად სახელდება ბიუროკრატია, ბრექსიტი, კოვიდი, მიწოდების გლობალური კრიზისი და ომი უკრაინაში. თუმცა მალტას მარადიული სტრუქტურული პრობლემაც აქვს: ის პატარაა.

როგორც ევროკავშირის ყველაზე პატარა წევრი, ეს ქვეყანა ნაკლებად მიმზიდველია ფარმაცევტული სექტორის დეველოპერებისთვის. საწყობში ინახება ყველა მედიკამენტი, რომლებსაც მალტის სოციალური უსაფრთხოებისთვის იყენებენ. ის ისე გამოიყურება, თითქოს გადავსებულია, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ მალტა ჩამორჩება სხვა წევრ ქვეყნებს, დამტკიცებულ მედიკამენტებზე საზოგადოების წვდომის კუთხით. ამ მხრივ მალტა ბევრად ჩამორჩება, მაგალითად, გერმანიასა და ზოგადად ევროპის საშუალო მაჩვენებელს. ამ ქვეყნის მედიკამენტების მიწოდების განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავრობა სასწრაფოდ ეძებს გამოსავალს.

კარლ ფარუგია, შესყიდვებისა და მიწოდების ცენტრალური განყოფილების (CPSU -ის) ხელმძღვანელი:

„ბევრი პაციენტი რომ გვყავდეს, მაშინ ფარმაცევტული ინდუსტრია დაარეგისტრირებდა პროდუქტს და პრობლემაც არ გვექნებოდა. მაგრამ ჩვენ ცოტა პაციენტი გვყავს, რადგან მალტა პატარა ქვეყანაა და იქ, სადაც პაციენტი მცირე რაოდენობითაა, ასეთი წამლების საკითხს მთავრობა აგვარებს: ჩვენ ვეხმარებით რეგისტრაციაში, თარგმანსა და სერიოს მინიჭებაში.“

ევროკავშირის ინიცატივა

მალტას მსგავს მცირე ქვეყნებს რომ დაეხმაროს, ევროკომისია ევროკავშირის ფარმაცევტული სექტორის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში გამოვიდა წინადადებით, რომ იმ დეველოპერებს, რომლებიც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში შეიტანენ მედიკამენტს, 2 წლის განმავლობაში მისცემს ავტორიზაციას. ევროკომისიაში ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ამ ნაბიჯის შედეგად მედიკამენტზე წვდომა 15 პროცენტით გაიზრდება. მალტის ფარმაცევტული სექტორი მიესალმება ისეთ ინიციატივებს, როგორებიცაა  ავტორიზაციის პროცედურის გამარტივება და რამდენიმე ქვეყნის მომცველი ერთიანი პაკეტის შემოღება.

მარკ მალია, მალტის ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენელი:

„ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რომ მათი პროდუქცია ცოტა მეტად იყოს ხელმისაწვდომი პატარა ქვეყნებში. ჩვენ უნდა დავინახოთ პატარა ქვეყნებისთვის განკუთვნილი მარაგები, მედიკამენტების საწყობები. მრავალენოვანი პაკეტი შეღავათი იქნებოდა, რადგან ერთი საწყობი 6, 7 ან 8 ქვეყანას მოემსახურებოდა საჭიროების შემთხვევაში.“

უეინი იმედოვნებს, რომ მალე ყველა აქტორი თავის ფუნქციას შეასრულებს, რაც მას დაეხმარება.

„მჯერა, რომ მივალთ შედეგამდე,“ – ამბობს უეინი. „განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გაკეთდება, რაც საჭიროა და თუ ხალხი ერთმანეთს დაეხმარება.“

ავტორი: ხულიან ლოპეს გომესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend