მთავარიმსოფლიოევროპაკრიზისი ბალკანეთში: ეთნიკურმა სერბებმა კოსოვოს ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს

კრიზისი ბალკანეთში: ეთნიკურმა სერბებმა კოსოვოს ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს

ბალკანეთში ვითარება იძაბება.

კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ზვეჩანში ეთნიკურ სერბებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების შედეგად 5 ოფიცერი და რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

ჩრდილოეთ კოსოვოს სამ რეგიონში უმრავლესობაში მყოფმა ეთნიკურმა სერბებმა ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

არჩეულ წარმომადგენლებს სამთავრებო შენობებში შესვლის უფლებას ეთნიკური სერბები არ აძლევდნენ და შედეგად სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით მოუწიათ მომიტინგეების დაშლა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა კოსოვოელი სამართალდამცველების ქმედება გააკრიტიკეს.

კონფლიქტი კოსოვოში 1998 წელს ეთნიკურ სერბებსა და ალბანელებს შორის დაპირისპირებით დაიწყო. ომის შედეგად 15 ათასამდე ეთნიკური ალბანელი დაიღუპა. 1999 წელს კონფლიქტში ნატოს ინტერვენციის შედეგად სერბეთმა კოსოვოდან ჯარები გაიყვანა.

კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონებში არსებული კრიზისი ემთხვევა ბელგრადში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს, ოპოზიცია ალექსანდრ ვუჩიჩს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას სდებს ბრალად.

ჩრდილოეთ კოსოვოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კოსოვოს სიახლოვეს ჯარების კონცენტრაციის ბრძანება გასცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend