საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას ულოცავს.
მთავრობის მეთაური ტვიტერზე წერს, რომ თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა და მათ ზეიმს საქართველოც უერთდება.
“ვულოცავ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას!
თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს.
მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრობული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობა”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Congratulations to 🇹🇷President @RTErdogan, a great friend of 🇬🇪, on his convincing re-election as the leader of Türkiye! Turkish people have spoken & we join in their celebration. We are eager to further enhance the bonds of friendship & strategic partnership between 🇬🇪&🇹🇷.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) May 28, 2023