მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: 106 ტყვე უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა

ომი უკრაინაში: 106 ტყვე უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის შესახებ დადებული შეთანხმების ფარგლებში 106 უკრაინელი სამხედრო ტყვე გათავისუფლდა.

სამხედროები, მათ შორის 8 ოფიცერი, ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლაში დაატყვევეს. კიევში აცხადებენ, რომ მათი ძალები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ქალაქში გარკვეულ პოზიციებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ 106 ადამიანიდან ბევრის შესახებ საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია, ისინი დაკარგულად მიიჩნეოდნენ. რვა ოფიცერი, 98 ჯარისკაცი და რამდენიმე სერჟანტი უკვე დააბრუნეს სახლში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ფრონტის ხაზზე ყველას უნდა ახსოვდეს, რომ, რაც უფრო მეტ რუს ტყვეს აიყვანენ, მით უფრო მეტ უკრაინელს დაიბრუნებენ.

ყველას ესმოდა, როგორ ამბობდნენ გათავისუფლებული სამხედროები: „დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“

დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტთან გარდაცვლილი ამერიკელი და თურქი მოქალაქეების ცხედრების გადაცემას აპირებს. პრიგოჟინმა ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ჩანს  ხის ორი კუბო, რომელთაგან  ერთზე ამერიკული, ხოლო მეორეზე თურქული დროშაა გადაფენილი. მისი თქმით, ამერიკის მოქალაქე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა, ხოლო თურქეთის მოქალაქე ბახმუტში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა კი ევრაზიულ ეკონომიკურ საბჭოზე დასასწრებად ჩავიდა. ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთიდან უკვე დაწყებულია ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების ნაწილის ბელარუსში გადატანის პროცესი.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend