SAFE YOU

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საფარი’’ და გავლენის ინოვაციების ინსტიტუტის ინიციატივების ფონდი საქართველოსა და სომხეთში მერსი ქორფსის WISE პროგრამის ფარგლებში ავრცელებენ აპლიკაციას: SAFE YOU, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვისაა განკუთვნილი.

აპლიკაცია საშუალებას იძლევა, რომ კრიტიკულ სიტუაციებში ძალადობის პოტენციურ მსხვერპლებს იურისტები ან სამართალდამცავები დაეხმარონ. აპლიკაციას რამდენიმე ფუნქცია აქვს, მათ შორის აუდიოჩანაწერის გაკეთების, რომელიც მსხვერპლს მოძალადის წინააღმდეგ სასამართლო დავის დროს ან პოლიციაში წარსადგენად შეიძლება გამოადგეს.

ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში გავლენის ინოვაციების ინსტიტუტის ინიციატივების ფონდის დირექტორმა, ლილიტ შახულიანმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” იურისტმა, ცირა ჯგერენაიამ ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend