მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქალაქებში კლიმატის აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს

ევროპის ქალაქებში კლიმატის აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს

შიშველი და ტალახიანი მოქალაქეები იტალიის სენატის წინ შეიკრიბნენ.  ეს იყო კლიმატის აქტივისტების ერთ-ერთი საპროტესტო აქცია, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით გაიმართა. რომში კლიმატის აქტივისტებმა თავზე ტალახი გადაისხეს და ასე გააპროტესტეს წიაღისეული საწვავის მოპოვება და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები. დემონსტრაცია იტალიის ემილია-რომანიას რეგიონში მომხდარი წყალდიდობების ფონზე მოეწყო. მომიტინგეების თქმით, ეს უბედურება გარდაუვალი იყო.

გიგანტი ნავთობკომპანიის „შელის“ აქციონერთა შეხვედრის პარალელურად საპროტესტო აქცია გამართეს კლიმატის აქტივისტებმა  ლონდონშიც. მათ სცენაზე ასვლა და ღონისძიების ჩაშლა სცადეს.

აქციის მონაწილე კარინა მანიტიუსი ამბობს, რომ „შელი“ კვლავ ბურღავს ნავთობისა და გაზის ახალ ჭაბურღილებს დიდ ბრიტანეთში, ასევე ფილიპინებისა და ნიგერიის  ბიომრავალფეროვან რეგიონებში, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობისა და გაზის მოპოვება გამოიწვევს გლობალური ტემპერატურის 1,5 გრადუსით გაზრდას. ამას თავადაც ადასტურებენ. კარინა მანიტიუსის აზრით, ეს ყველაფერი  გადაშენებისა და კლიმატის კატასტროფის წინაპირობაა.

შვეიცარიაში კლიმატის ათეულობით აქტივისტმა  ჟენევის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი გადაკეტა, რამაც ცოტა ხნით საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა. შემთხვევის ადგილზე აქტივისტების დასაშლელად   პოლიცია მივიდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend