თბილისი პირველ ფოტობიენალეს მასპინძლობს. მონაწილე ქვეყნები არიან საქართველო, გერმანია და ლიეტუვა. საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იქნება თბილისის, ბერლინისა და ვილნიუსის მე-19 საუკუნის ხედების უნიკალური ფოტოსურათები. თბილისის ფოტობიენალეს თემაა „დაბადება XIX საუკუნე“ და ეხმაურება როგორც ფოტოგრაფიის, ასევე ბევრი დღევანდელი მეგაპოლისის დაბადებას.
„ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ნათია წულუკიძე, თბილისის ფოტობიენალეს პროექტის დირექტორი საუბრობს.