მთავარიევროპარუსეთიბელგოროდის ოლქში სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს

ბელგოროდის ოლქში სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს

უკრაინული არმიის მიერ მომზადებული დივერსიული სამხედრო დაჯგუფებები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იბრძვიან.

შეტაკებების შედეგად დაშავებულია სამოქალაქო მოსახლეობა, სხვადასხვა ცნობით, რუსულმა მხარემ ბელგოროდის ოლქში კონტროლი დაკარგა სამ დასახლებაზე, კოზინკაზე, გლოტოვოსა და გორა – პოდოლზე, ბრძოლები კი დასახლება გრაივორონში მიმდინარეობს.

კიევი უარყოფს ამ შეტევასთან კავშირს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ეს შეტაკებები რუსი პარტიზანების თავდასხმის შედეგია.

შეტაკებებისას გამოიყენება არტილერია და სამხედრო საჰაერო დრონები.

„თავდაცვის სამინისტრო და სამართალდამცველი ორგანოები ოლქის ტერიტორიის გაწმენდას აგრძელებენ. მე მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ სახლებში დარჩნენ, ის კი ვინც ევაკუირებულია, ჯერჯერობით არ დაბრუნდეს. ჩვენ დაუყონებლივ შეგატყობინებთ, როგორც კი დაბრუნება უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვი ბელგოროდის.

ბელგოროდის ოლქში სამხედრო მოქმედებები არ წყდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend