მთავარიაფრიკასუდანიხარტუმში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ ერთხელ დაირღვა

ხარტუმში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ ერთხელ დაირღვა

სუდანის არმია წინააღმდეგობას უწევს „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“, რომლებიც ხარტუმში მთავარი ავიაბაზისკენ მიემართებიან.  საბრძოლო მოქმედებები მას შემდეგ განახლდა, რაც მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის ერთკვირიან შეთანხმებას მიაღწიეს მოლაპარაკების გზით, რომელიც საუდის არაბეთში მიმდინარეობს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დღეს უნდა შევიდეს ძალაში. როგორც ცნობილია, აქამდე მიღწეულ შეთანხმებებს ორივე მხარე არღვევდა ხოლმე.

სუდანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა რომის პაპმა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაიშუროს ძალისხმევა და იმოქმედოს,  რომ სუდანში დროულად შეწყდეს ბრძოლები.  მისი თქმით, ხალხი არ უნდა მიეჩვიოს კონფლიქტებს, ძალადობასა და ომს.

სუდანში ერთმანეთს სუდანის არმიის გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი და გასამხედროებული ჯგუფის „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“  ლიდერი მოჰამედ ჰამდან დაგლო უპირისპირდებიან. რამდენიმეკვირიან ბრძოლებს ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მილიონზე მეტი იძულებული გახდა, თავისი სახლი დაეტოვებინა, ასევე მილიონობით ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მათ შეზღუდული აქვთ წვდომა წყალსა  და მედიკამენტებზე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend