მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული მხარე ირწმუნება, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება

უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება

რუსულ ტელევიზიაში ოფიციალურად განაცხადეს, რომ „ვაგნერის“ სამხედროებმა, რუსული ჯარების მხარდაჭერით, დაიკავეს უკრაინის ქალაქი ბახმუტი. ამ ამბავს ახლდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ ზეიმობდნენ რუსი ჯარისკაცები. თუმცა უკრაინული მხარე უარყოფს ამ ინფორმაციას. მათი თქმით, ბახმუტში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის კვლავ გრძელდება შეტაკებები.

უკრაინის ომის განმავლობაში ბახმუტისთვის რვათვიანი ბრძოლა ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი გამოდგა.

ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რომელი მხარე დაზარალდა ყველაზე მეტად.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დატოვა ჰიროსიმაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტი, რომელზეც მან უდიდესი  ეკონომიკის მქონე შვიდი ქვეყნისგან  დამატებითი მხარდაჭერა, საბრძოლო მასალა და შეიარაღება მოიპოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის დიდ პატივია, ჰიროსიმაში  დიდი შვიდეულის საქმიანობაში ჩაერთოს, რადგან უკრაინის საკითხი პრინციპულია. ისინი პატივს სცემენ თითოეულ უკრაინელს. იგი მადლობას უხდის „დიდი შვიდეულის“ წევრ ქვეყნებს.

მხარდაჭერის შესახებ დაპირებები მნიშვნელოვანია უკრაინის გადადებული საგაზაფხულო შეტევისთვის. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის შეთანხმება, რომელიც დასავლელ მოკავშირეებს უფლებას აძლევს,  უკრაინას მიაწოდონ მოწინავე მოიერიშე, მათ შორის ამერიკული წარმოების F-16 ტიპის თვითმფრინავები.  მაგრამ ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ აუღია ვალდებულება, რომ ეს თვითმფრინავები უკრაინისთვის  გადაეცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend