მთავარისაქართველოელენე ხოშტარია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

ელენე ხოშტარია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

ხოშტარიას თქმით, პოლიციამ ყვარლის ტბაზე ძალისმიერად და შეურაცხმყოფელად დააკავა აქტივისტები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას იცავდნენ.

„რაც ჩვენ გუშინ ყვარელში ვიხილეთ, ეს პირდაპირ მოღალატეების მოქმედება იყო, რომლებიც იცავდნენ ოკუპანტის უფლებას ჩვენს ქვეყანაში ეცეკვათ. შესაბამისად, ისინი გასცდნენ არა მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა დაღუპულ გმირს და საქართველოს მოქალაქეებს. ამის შემდეგ მათ ძალისმიერად, შეურაცხმყოფელად დააკავეს აქტივისტები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას იცავდნენ. შესაბამისად, სრულიად შეგნებულად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს სულ ასე იქნება. მე მივედი პოლიციის თანამშრომელს დავუპირისპირდი სრულიად შეგნებულად და ვითხოვდი კონკრეტულად იმ მომენტში ადვოკატის შეშვებას აქტივისტებთან. ეს არის ის პასუხი, რომელსაც ყოველ ჯერზე მიიღებენ. პოლიციელობა უბრალოდ ფორმის ქონა არ არის, პოლიციელობა არ არის ბიძინა ივანიშვილის და ლავროვს ემსახურო, პოლიციელობა არის ქვეყნის ღირსება დაიცვა და კანონი, რაც მათ დაარღვიეს ამაზე ყოველთვის რეაქცია იქნება”, – განაცხადა ხოშტარიამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend