პარლამენტის წინ, რუსეთთან პირდაპირი ფრენების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები დაასახელეს, რომელთა შესასრულებლად ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს.
კერძოდ, აქტივისტები ითხოვენ, რომ გათავისუფლდნენ დღეს, ყვარელში გამართულ აქციაზე დაკავებულები და “ქართულმა ოცნებამ” რუსეთთან ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს.