18-20 მაისს, მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს მეორედ უმასპინძლებს. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მწერალთა სახლის უნიკალურ ისტორიას უკავშირდება.
დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმები მოინახულონ და სხვადასხვა საგანმანათლებლო-სახელოვნებო ღონისძიებას დაესწრონ.
რა არის დაგეგმილი მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში რეპრესირებული მწერლების მუზეუმის სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, ელინა ვალაიტემ ისაუბრა.