მთავარიკუბირუსული საფრენი აპარატების ავიაკატასტროფა - რა არის ცნობილი

რუსული საფრენი აპარატების ავიაკატასტროფა – რა არის ცნობილი

13 მაისს, რუსეთში ბრიანსკის ოლქში ჩამოვარდა ვერტმფრენი “მი-8” და გამანადგურებელი “სუ-34”, თუმცა რუსული მედია და ტელეგრამარხები კიდევ სხვა შემთხვევებზეც ლაპარაკობენ, რის შედეგადაც განადგურდა თვითმფრინავი და კიდევ ერთი გამანადგურებელი.

უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ შემთხვევებთან კავშირი არ აქვს.

იგნატის თქმით, თავისივე საფრენი აპარატები რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო.

ერთადერთ კომენტარს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება აკეთებს მომხდარზე, შეეხება ერთი ვერტმფრენის ჩამოვარდნას ბრიანსკის ოლქში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.

რუსული მხარის ცნობით, ორივე პილოტი ადგილზე დაიღუპა. ჩამოვარდნისას დაზიანდა 5 სახლი და დაშავდა ერთი ქალი.

ოფიციალურად რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდნას აღიარებს, მაგრამ თუ სხვა დანაკარგების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება რუსეთის ავიაციის ყველაზე დიდი დანაკარგი უკრაინის წინააღდეგ ომის დაწყების შემდეგ.

სიტუაცია შეიცვალა ბახმუტში.

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას ბახმუტის მიმართულებით, ამის შესახებ ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი წერს.

დაჯგუფება “ვაგნერის” შემქმნელმა ევგენი პრიგოჟინმა აღიარა, რომ უკრაინულმა ძალებმა შეძლეს კონტროლის დაბრუნება ქალაქის ირგვლივ ფლანგებზე.

რუსული ზეტ-არხები კი წერენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს, ასევე ბახმუტის მახლობლად კიდევ ერთ ქალაქზე კონტროლის დაბრუნება.

საერთო ჯამში უკრაინული მხარის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით კონტრშეტევის შედეგად გაათავისუფლეს 17 კვადრატული კილომეტრი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბახმუტთან ბრძოლებში დაიღუპა 2 პოლკოვნიკი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend