მთავარიკუბირუსულ ტელეგრამარხებზე უკრაინის კონტრშეტევის დაწყებაზე წერენ - კიევი კომენტარს არ აკეთებს

რუსულ ტელეგრამარხებზე უკრაინის კონტრშეტევის დაწყებაზე წერენ – კიევი კომენტარს არ აკეთებს

რამდენიმე რუსულ სამხედრო ტელეგრამარხზე გუშინ საღამოს, 11 მაისს დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს.

ვრცელდება ინფორმაცია ბახმუტში რუსი სამხედროების ალყაში მოქცევაზე და ასევე სოლედარის მიმართულებით უკრაინელების სამხედრო გარღვევასთან დაკავშირებით. უკრაინეული მხარე ამ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს.

რთულია დანამდვილებით საუბარი განვითარებულ მოვლენებზე. ზოგიერთი რუსი ბლოგერის თქმით, პანიკა გადაჭარბებულია, ხოლო ზოგიც აღნიშნავს, რომ გუშინ ფრონტზე უკრაინა წინ არ წასულა.

რაც შეეხება სიტუაციას ბახმუტში, შეიარაღებული დაჯგუფება “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ რუსებისთვის ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება. მისი თქმით, რუსეთის არმიის ქვედაყოფებმა, რომლებიც ფლანგებში იმყოფებიან ბახმუტის სამხრეთითა და ჩრდილოეთით, დატოვეს თავიანთი პოზიციები უკრაინელების დარტყმების შემდეგ და შეუქმნეს საფრთხე თვითონ დაჯგუფება ვაგნერს.

ამ ინფორმაციას რამდენიმე უკრაინელი სამხედრო ადასტურებს, თუმცა ოფიციალური ცნობები არც ბახმუტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვიცით.

ამასთან დაკავშირებით შეფასებას აქვეყნებს ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი. მათი თქმით, ბახმუტის ირგვლივ ფლანგებზე არასაკმარისი ძალების განლაგება ნიშნავს იმას, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა, უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევაზე.

ამავდროულად, ოფიციალური ინფორმაიით, რუსეთის თავდაცვამ ბოლოს აპრილში გამოყო მცირე რესურსი “ვაგნერისთვის“.

24 აპრილს კი უკვე პრიგოჟინი აცხადებდა, რომ რუსულმა უწყებამ ბახმუტის ფლანგებზე მხოლოდ არარეგულარული დანაყოფები განალაგა, რომლებსაც მარტივი დავალების შესრულებაც არ შეუძლიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend