“ხილული უხილავები“ ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძის პორტრეტების სერიაა. გამოფენა თბილისის ფოტოფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა. ავტორმა ქართველი ფოტოგრაფები გადაიღო. „ხილული უხილავები“- არიან ადამიანები, რომლებიც კამერის უკან დგანან და თავად არ ჩანან.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გამოფენის ავტორმა, ფოტოგრაფმა ლევან ხერხეულიძემ ისაუბრა.