საზოგადოებრივი აზრი

საზოგადოების მიერ საინფორმაციო წყაროების მოხმარება, პროპაგანდისტული გზავნილებისადმი დამოკიდებულება, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, რუსეთის შეჭრა უკრაინაში – ამ და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის პრეზენტაცია თბილისში გუშინ გაიმართა.

კვლევა USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამამ CRRC საქართველოსთან თანამშრომლობით Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის მიზნებსა და შედეგებზე “ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend