რუსეთში კრემლის მხარდამჭერი მწერლის ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც ცნობილია, აფეთქების დროს დაშავდა თავად ზახარ პრილეპინი, ხოლო მისი მძღოლი დაიღუპა.
30 წლის მამაკაცს ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენასა და ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა-გავრცელებაში ედება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს კრემლისა და უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მხარდამჭერის აფეთქების მესამე შემთხვევაა. ბოლო ინფორმაციით, პრილეპინი საავადმყოფოში მოტეხილობებით, დაბეჟილობებითა და სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს.