მთავარიევროპაუკრაინაომი გრძელდება: უკრაინელი სამხედროები ბახმუტის დათმობას არ აპირებენ

ომი გრძელდება: უკრაინელი სამხედროები ბახმუტის დათმობას არ აპირებენ

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სატვირთო მატარებელი უკვე მეორეჯერ გადავიდა რელსებიდან. ორივე შემთხვევა აფეთქების შემდეგ მოხდა.  დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსეთის მოსაზღვრე რეგიონში, ბრიანსკში, განხორციელებულ დივერსიულ მოქმედებებში რუსეთის ხელისუფლება  პროუკრაინელ აქტივისტებს ადანაშაულებს.

დაძაბულობა სულ უფრო მეტად იზრდება. უკრაინა გეგმავს კონტრშეტევას რუსული ძალების წინააღმდეგ. უკრაინელი სამხედროები არ აპირებენ აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტის დათმობას.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კი სამხედრო მეთაურებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ უკრაინელები მძიმე დანაკარგს განიცდიან ფრონტის ხაზზე. მან რაკეტების წარმოების გაზრდაზეც ისაუბრა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ეჭვი, რომ რუსეთს საბრძოლო მასალების მარაგი ეწურება.

ამავდროულად, კრემლი უარყოფს ვაშინგტონის შეფასებას, რომ რუსეთმა ბოლო 5 თვის განმავლობაში 100 000 მებრძოლი დაკარგა,  ის არც 20 000 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს ციფრები რეალურ მონაცემებს არ ასახავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend