მთავარიევროპაუკრაინარუსულ სარაკეტო იერიშს კიევთან ახლოს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლენ

რუსულ სარაკეტო იერიშს კიევთან ახლოს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლენ

უკრაინულ ქალაქებში მეხანძრეები რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს ებრძვიან, მაშველები კი ნანგრევებში მოყოლილი მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.

მორიგ რუსულ სარაკეტო იერიშს ყველაზე დიდი ზიანი უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 215 კილომეტრში მდებარე ქალაქ უმანში მოჰყვა.

ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 17 კი დაიჭრა, დაჭრილებს შორის არასრულწლოვნებიც არიან. ქალაქ დნიპროზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად კი 31 წლის ქალი და მისი ორი წლის შვილი დაიღუპნენ.

„თავდაპირველად თვითმფრინავის აფრენის ხმა გავიგეთ, 10 წუთში კი აფეთქების ხმა მოგვესმა. ძალიან დაბნეულები ვიყავით, მალე მეორე აფეთქებაც გაისმა, ყველგან შუშა ეყარა, ჩემი ქმარი ცოცხალი იყო თუ არა არ ვიცოდი, ფანჯრიდან ვხედავდი რომ ყველაფერს ცეცხლი ეკიდა, სიტყვები არ მყოფნის, მალევე შენობა დავტოვეთ”, – იხსენებს ადგილობრივი ჰალინა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ კი განაცხადა, რომ ქალაქ უმანში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

„დღეს დილას მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ჩვენზე. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა რომელიც თითქმის მთლიანად დაინგრა, ამ შენობაში 109 ადამიანი ცხოვრობდა, 46 ბინიდან 29 მთლიანად განადგურებულია, ადგილზე 300 მაშველი მუშაობს, ვცდილობთ დაშავებულები ნანგრევებიდან დავიხსნათ, ამ ეტაპზე 10 დაღუპულია”, – აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო.

ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობის ფონზე, კრემლი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend