მთავარისაქართველოსასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო დღესაც...

სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა

სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის გამო, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია კვლავ არ გაიარეს.

ირაკლი კობახიძის მსგავსად, მის თანაგუნდელებსაც მიაჩნიათ, რომ სანქცირებული მოსამართლეების დაცვა პარტიისთვის პრინციპის საკითხია.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, საგამოძიებო კომისია პირდაპირ ნიშნავს კლანის მხილებას. მათი აზრით,    უმრავლესობას კომისიის შექმნის იმიტომ ეშიანია, რომ  გამოძიებული იქნება ის საქმეები, რაშიც თავადაც „ქართული ოცნების“ წევრებიც არიან ჩართულნი.

სანქცირებული მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად „ქართულმა ოცნება“  რეგისტრაცია 18 აპრილის პლენარულ სხდომაზეც არ გაიარა. პარლამენტის წევრის მიერ პლენარულს სხდომაზე რეგისტრაციის თვეში 4-ზე მეტ შემთხვევაში არ გავლა კი მის დასანქცირებას იწვევს. დეპუტატი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ სანქცირდება თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend